
Job Description
APM Terminals
ტექნიკური მომსახურების კოორდინატორი
მთავარი დანიშნულება
საოპერაციო გუნდებისთვის ერთიანი საკონტაქტო პირის/არხის ფუნქციის უზრუნველყოფა, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის, დაზიანების ან ხარვეზების შესახებ შეტყობინებების მისაღებად.
შესაძლებლობის ფარგლებში ოპერატორებისთვის პირველადი დონის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა.
ავარიის/გაუმართაობის ბრიგადების რესურსების ეფექტიანი დისპეტჩერიზაცია/მობილიზაცია, რათა ტექნიკა მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ეფექტიანად აღდგეს და დაბრუნდეს ექსპლუატაციაში (შესაძლებლობის ფარგლებში).
ტექნიკის ჩაბარება-გადაბარების კოორდინაცია ოპერაციებიდან ტექნიკურ მომსახურებაზე (Maintenance) — როგორც დაგეგმილი, ისე დაუგეგმავი სამუშაოების შემთხვევაში.
სამუშაო ლოკაცია: ფოთი
სამუშაო სპეციფიკა: ცვლის გრაფიკი
შეთავაზება:
სართაშორისო გარემო
მუდმივი განვითარების შესაძლებლობა
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
ბონუსი
კვების ვაუჩერი
Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობა
ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და გარემო
გაუმართაობების მხარდაჭერისა და ავარიის ბრიგადების დისპეტჩერიზაციისას გაითვალისწინოს პერსონალისა და აქტივების უსაფრთხოება.
უზრუნველყოს HSSE პოლიტიკებისა და პროცედურების შესრულება; დაამკვიდროს უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკები და ხელი შეუწყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
ხელი შეუწყოს APMT ოპერაციებში უსაფრთხოების ძლიერი კულტურის შენარჩუნებას.
ხელი შეუწყოს უწყვეტ გაუმჯობესებას და მუდმივ სწრაფვას ინციდენტების გარეშე ოპერირებისკენ, მათ შორის დაუგეგმავი ტექნიკის გათიშვების შემცირების მიმართულებით.
უზრუნველყოს, რომ APMT-ის ტექნიკური მომსახურების პოლიტიკამ, სტანდარტებმა, ოპერაციულმა პროცედურებმა და სახელმძღვანელოებმა ეფექტიანად მართოს უსაფრთხოება და არეგულიროს უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკების დანერგვა/შესრულება.
ოპერაციული მიმართულება
შეასრულოს ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქცია ოპერაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას (Maintenance) შორის ტექნიკის მუშაობასა და გაუმართაობებზე; უზრუნველყოს ეფექტიანი კოორდინაცია და პრიორიტეტიზაცია ტექნიკის უქმობის დროის მინიმიზაციაზე ფოკუსით.
დააპრიორიტეტოს გაუმართაობები ბიზნესზე გავლენის მიხედვით და უფრო რთული შემთხვევები ესკალაციაზე გადაიყვანოს.
კოორდინაცია გაუწიოს გაუმართაობებზე რეაგირების გუნდებს და ყველა საჭირო რესურსი/დამხმარე სერვისი მოაწყოს ტექნიკის ფუნქციის სწრაფად აღსადგენად.
მონიტორინგი გაუწიოს გაუმართაობების ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, რეაგირების სისწრაფესა და ეფექტიანობას და გაუმართაობებზე რეაგირების პროცესში განახორციელოს გაუმჯობესებები.
მხარი დაუჭიროს ტერმინალის Maintenance Analyst-ს ტექნიკის გაუმართაობის მახასიათებლებისა და შეკეთების მეთოდების შესახებ სპეციალიზებული ხედვის/ინსაითის მიწოდებაში.
მონიტორინგი გაუწიოს გაუმართაობებთან დაკავშირებულ KPI-ებსა და გამონაკლისის ანგარიშებს და განახორციელოს შესაბამისი ქმედებები ოპერაციული საიმედოობისა და შესრულების მხარდასაჭერად.
უზრუნველყოს IFS 10 CMMS სისტემაში ყველა გაუმართაობის აქტივობის ზუსტი და სრული აღრიცხვა, მათ შორის დეტალური აღწერებით downtime-ის ანალიზისა და ტექნიკური მომსახურების დაგეგმვის გასამარტივებლად.თითოეული ცვლის ბოლოს წარადგინოს ცვლის შესრულების ანგარიში, სადაც მკაფიოდ აისახება ოპერაციებზე გავლენა და შესრულებული ტექნიკური აქტივობები.
გამოიყენოს/განახორციელოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ლოკალური ადაპტაცია/გაუმჯობესებები „Unplanned (breakdown) Maintenance-ის“ გლობალურ პროცედურებში, შეკეთების დროის მინიმუმამდე დაყვანისთვის და ტექნიკის უსაფრთხო/გამართულ მდგომარეობაში აღდგენისთვის.
მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს APMT Global Asset Maintenance Community-ში.
ტექნიკურ ინციდენტებთან დაკავშირებულ გამოძიებებს/გამოკვლევების მხარდაჭერა (არსებობის შემთხვევაში).
სტრატეგია
ტექნიკის გაუმართაობებიდან მიღებული გამოცდილების ადგილობრივ ტერმინალში გაზიარება.
შიდა (ტერმინალებთან და დისციპლინის სპეციალისტებთან) და გლობალურ ტექნიკის მომსახურების გუნდებს მხარდაჭერა, რათა ტერმინალში გაუმართაობებზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკების დასანეგად და გამოსაყენებლად.
სამუშაო გამოცდილება:
შესაბამისი ტექნიკური განათლება
გამოცდილება პორტის ტერმინალის ან მძიმე სამრეწველო აღჭურვილობის სხვადასხვა სახეობის ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაში
აღჭურვილობის მოწინავე დიაგნოსტიკისა და გაუმართაობის/დაზიანებების გამოვლენის გამოცდილება
მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ავარიულ რეაგირებაში, დიაგნოსტიკაში და გაფუჭების/დაზიანების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებში (პორტის ტერმინალის ან მსგავს მძიმე სამრეწველო აღჭურვილობაზე)
მაღალი დატვირთვის პირობებში ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულების უნარი და ამოცანების სწრაფად შეფასება/პრიორიტეტიზაცია
მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვის უნარი
ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
🌟🌍ველით თქვენს გამოხმაურებას
Maersk is committed to a diverse and inclusive workplace, and we embrace different styles of thinking. Maersk is an equal opportunities employer and welcomes applicants without regard to race, colour, gender, sex, age, religion, creed, national origin, ancestry, citizenship, marital status, sexual orientation, physical or mental disability, medical condition, pregnancy or parental leave, veteran status, gender identity, genetic information, or any other characteristic protected by applicable law. We will consider qualified applicants with criminal histories in a manner consistent with all legal requirements.
We are happy to support your need for any adjustments during the application and hiring process. If you need special assistance or an accommodation to use our website, apply for a position, or to perform a job, please contact us by emailing accommodationrequests@maersk.com.
Company benefits
Working at APM Terminals
Company employees:
Gender diversity (m:f):
Hiring in countries
Argentina
Bangladesh
Brazil
Colombia
Costa Rica
Croatia
Denmark
Georgia
Guatemala
India
Israel
Italy
Mexico
Other jobs you might like
Executive Maintenance and Repair
IN - Chennai | India
Talent Acquisition Specialist
GETPI02 - Poti - 38 Davit Aghmashenebeli Street | Georgia
#3 BEST WORKPLACE CULTURE